{"ka":"\nვარ მესაკუთრე და არ ვთანამშრომლობ აგენტებთან.\n\nიყიდება 82 კვ.მ. მყუდრო და ძალიან ნათელი დუპლექსის ტიპის ბინა ისანში, მეტროდან 3 წუთის სავალზე ფეხით ქეთევან წამებულის გამზირზე. ბინა მდებარეობს ხუთსართულიანი (ულიფტო) კორპუსის მე-5 სართულზე და გამოირჩევა ფუნქციური დაგეგმარებით: პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი და იზოლირებული, თანამედროვე სამზარეულო, ხოლო ზედა სართულზე — ორი საძინებელი (დიდი და მცირე ზომის). ყველა ოთახს აქვს პირველადი განათება. ბინაში არის ორი სველი წერტილი და აივანი. არის სუფთა, მოვლილი და იდეალურია როგორც ოჯახისთვის საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ, მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მაღალი გასაქირავებელი პოტენციალის გამო. კორპუსი მდებარეობს 87-ე სკოლის გვერდით.\n","en":null,"ru":null,"allLanguageTogather":"\nვარ მესაკუთრე და არ ვთანამშრომლობ აგენტებთან.\n\nიყიდება 82 კვ.მ. მყუდრო და ძალიან ნათელი დუპლექსის ტიპის ბინა ისანში, მეტროდან 3 წუთის სავალზე ფეხით ქეთევან წამებულის გამზირზე. ბინა მდებარეობს ხუთსართულიანი (ულიფტო) კორპუსის მე-5 სართულზე და გამოირჩევა ფუნქციური დაგეგმარებით: პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი და იზოლირებული, თანამედროვე სამზარეულო, ხოლო ზედა სართულზე — ორი საძინებელი (დიდი და მცირე ზომის). ყველა ოთახს აქვს პირველადი განათება. ბინაში არის ორი სველი წერტილი და აივანი. არის სუფთა, მოვლილი და იდეალურია როგორც ოჯახისთვის საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ, მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მაღალი გასაქირავებელი პოტენციალის გამო. კორპუსი მდებარეობს 87-ე სკოლის გვერდით.\n","serializedText":null,"text":null}Zobrazit více